16-04-2018
2017 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინმა 2017 წელს 18,7 მილიონი რუბლი გამოიმუშავა, რაც 9,9 მილიონი რუბლით მეტია 2016 წელთან შედარებით.
რუსული გამოცემის, “kommersant”-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის მფლობელობაშია საცხოვრებელი ბინა (77 კვ.მ.), გარაჟი (18 კვ.მ.), ავტომობილები - „ვოლგა“ (ГАЗ М21) და „ნივა“, მისაბბმელ „სკიფ“-თან ერთად.
როგორც პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, ვლადიმერ პუტინის შემოსავლების გაზრდის მიზეზი ისაა, რომ მან მიწის ნაკვეთი გაყიდა.