7-10-2020
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა.
მარნეული-გარდაბნის ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 66% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მივიღებ მონაწილეობას აცხადებს -17%, 50-50- 13% და არ მივიღებ მონაწილეობას - 4%.
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?
მარნეული -გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის სიმპატიები ასეა გადანაწილებული:
ზაურ დარგალი "ქართული ოცნება" - 56%.
აზერ სულეიმანოვი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 33%.
აჰმედ იმამკულიევი "ევროპული საქართველო" - 5%.
მურად მურადოვი "ლელო" - 5%.
ალი ბადიროვი "ლეიბორისტული პარტია" - 1%.
პარტიული რეიტინგები მარნეული-გარდაბნის ოლქში კი ასეთია:
"ქართული ოცნება" - 54%.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 42%.
"ევროპული საქართველო" - 2%.
"ლელო" - 1%.
"ლეიბორისტული პარტია" -1%.
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.
ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.