გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის მერიამ 2016-2019 წლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბუკლეტები გამოსცა

7-10-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2016-2019 წლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული პროექტების ამსახველი ბუკლეტების მოსახლეობაში გავრცელება დაიწყო.
ბუკლეტების გავრცელების პროცესში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილე ლონგინოზ გასანოვთან ერთად მიიღო.

დავით შერაზადიშვილმა და ლონგინოზ გასანოვმა ბუკლეტები დაბა კაზრეთში მცხოვრებ მოსახლეობას გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მსგავსი ბუკლეტი 2016 წელსაც გამოსცა. ბუკლეტების დაბეჭვდა მოსახლეობაში მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.

„დღეს ჩვენს მოქალაქეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2016-2019 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ამსახველი ბუკლეტები დავურიგეთ. ჩვენს მუნიციპალიტეტში ბოლო 4 წლოს განმავლობაში 59 000 000 ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა მიმართულებით არაერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოგვარდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის ითვალისწინებს მოსახლეობის საჭიროებებს და თითოეული პროექტი სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე იგეგმება. ჩვენ ამ ტემპს კვლავაც შევინარჩუნებთ და მომავალშიც არაერთ საჭირო და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. ვფიქრობ, ეს ბუკლეტი სრულყოფილად წარმოაჩენს ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში დაწყებულ აღმშენებლობის პროცესს, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930