12-10-2020
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, ამჯერად, მესტიის მუნიციპალიტეტში, კალის თემის მოსახლეობას შევხვდა.
"მესტიელები ყველაზე კარგად იცნობენ იმ საშეღავათო პირობებს, რომლებსაც ჩვენი გუნდი მთიანი რეგიონების ხელშეწყობისთვის ახორციელებს", - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
მისივე განცხადებით, კალის თემში:
-რეაბილიტირდა კალის საჯარო სკოლა;
-რეაბილიტირდა კალის ადმინისტრაციული შენობა;
-რეაბილიტირდა ხიდები, მოეწყო გზის დამცავი და ნაპირსამაგრი გაბიონები სოფლებში, ვიჩნაშსა და დაუბერში;
-რეაბილიტირდა სოფელ ხალდესთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;
-დაგეგმილია კალის სპორტული დარბაზის მშენებლობა;
-განხორციელდა 14 პროექტი კალის ტერიტორიული ერთეულის სოფლებში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში;
-მოქმედებს სოციალური პროგრამები და საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში, სადაც ყოველ დაბადებულ ბავშვზე ფულადი დახმარება გაიცემა და პირველკურსელი სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან.