გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: 3600 ჰექტარი მიწა არა მართლზომიერად არის გადაცემული

16-10-2020

„მაყურებლისთვის რომ განვმარტოთ, მე წამოღებული მაქვს შეთანხმების აქტის ასლი, ეს მოღალატე პოლიტიკოსები მოსახლეობას აბნევენ. თითქოს ჩვენ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ტყუილად ვაბრალებთ არამართლზომიერ შეთანხმებას“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „ნამდვილი რიცხვები“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა გადაცემაში შეთანხმების შესახებ განმარტება გააკეთა: „ჩვენთან არის კომისია, რომელიც სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით მუშაობს, აზერბაიჯანშიც ანალოგიური კომისიაა, ანუ ორი სახელმწიფო კომისია თანხმდება ჯერ და ეს მოხდა, რომელიც დადასტურებულია ხელმოწერებით - აგერ არის მელაშვილი, ილიჩევა, დათუნაშვილი, დიასამიძე. ერთი ფაქტი მაგალითად, აქ სხვებიც აწერენ ხელს.“ მისი თქმით, ჯერ საზღვართან დაკავშირებით შეთანხმება ხდება, შემდეგი ეტაპი კი, არის ხელმოწერა პრეზიდენტის მიერ და პარლამენტში რატიფიცირება. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა დაადასტურა კიდეც, რომ ეს იყო სააკაშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება. „მან თქვა, რომ სააკაშვილმა დაასკვნა, რომ ეს ასე არის, ამას უნდა შევეგუოთ და დავთანხმდეთ. რას ნიშნავს შევეგუოთ და დავთანხმდეთ? 3600 ჰექტარი მიწაა გადაცემული არამართლზომიერად, ჩვენი პირველადი შეფასებით. ეს არ არის ღალატი?“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930