გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის დელეგაციას შეხვდა

18-04-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით დაგეგმილი ცვლილებები, მმართველი გუნდის ხედვა და გეგმები გააცნო.

შეხვედრაზე აღინიშნა კომპეტენციებისა და ფინანსური დეცენტრალიზაციის, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობა. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ჩართულობის გაზრდის აუცილებლობაზე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული მხარე მიესალმება რეფორმის პროცესში ევროპელი პარტნიორების ჩართულობას და მათთან თანამშრომლობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930