გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: გარკვეული სადამკვირვებლო ორგანიზაციები კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან პირდაპირ კავშირში არიან

27-10-2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა იმასთან დკავშირებით, რომ არჩევენებზე მონიტორინგის განხორციელების მსურველი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. „ჩვენმა მონიტორინგის ჯგუფმა სიღრმისეულად შეისწავლა არა მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის დარეგისტრირდნენ, არამედ შეისწავლეს ის ორგანიზაციები, რომლებმაც ჩაატარეს სადამკვირვებლო ღონისძიებები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის 2018 წლის საპრეხზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებში და 2019 წლის შუალედურ არჩევნებზე. რეალურად გამოიკვეთა, რომ არის ორგანიზაციათა გარკვეული რაოდენობა, რომელიც მართლაც პირდაპირ ილინკება და არის პირდაპირ კავშირში კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან“.

გივი მიქანაძის თქმით, ჟურნალისტებს მათთვის დარიგებულ კატალოგში შეუძლიათ ნახონ წყაროების ლინკები, რომელიც პირდაპირ იძლევა ინფორმაციას საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, ნახონ როგორ ხდება დამფუძნებლის და გამგეობის თავმჯდომარეების უცებ გასვლა და ახალი უცნობი პირებით მათი ჩანაცვლება.

აქვე ხელმისაწვდომია ინფორმაცია პოლიტიკური პარტიებისადმი შეწირულობების სახით გაკეთებულ გადარიცხვებზე. ასევე არის სხვადასხვა ონლაინ გამოცემებში, სოციალურ ქსელებსა თუ „იუთუბის“ მეშვეობით ჩაწერილი კონკრეტული პირების ინტერვიუების და განცხადებების ლინკების შესახებ, რომლებიც პირდაპირ და აშკარად გამოხატავენ თავის მიკერძოებულობას კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიმართ.

„ჩვენი მიზანია, რომ ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობა იყოს მაქსიმალურად ნეიტრალური, თუმცა ჩვენ ამას ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ, იმიტომ, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრება ნაციონალურ მოძრაობასთან და მის შენაერთებთან იყვნენ დაკავშირებული, რომელთა მიზანიც არის ამ არჩევნების დისკრედიტაცია ერთადერთი მიზნით, იციან, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს ამ არჩვნებს და როგორც სოციოლოგოიური კვლევები ადასტურებს მოსახლეობის დიდი პროცენტი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.

„ქართული ოცნების“ მიზანია 31 ოქტობერს არჩევნები მაღალი დემოკრატიის ხარისხით, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ შეძლოს თავისი ნების თავისუფლად გამოხატვა არჩევნებზე“ - განცხადა გივი მიქანაძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930