გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს, ხოლო გაზის საფასურის ანაზღაურება 650 ათას ოჯახს შეეხება

29-10-2020

როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე, 1-ლი ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გლობალური კრიზისის ფონზე მთავრობა მოქალაქეებს შეუმსუბუქებს მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ.

„ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება - 200 კვტ. სთ-მდე - 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს; წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურება; გაზის საფასურის ანაზღაურება - 200 მ3-მდე - 650 ათას ოჯახს. სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დახმარებაზე უარი თქვას. გლობალური კრიზისის ფონზე ჩვენს მოქალაქეებს შევუმსუბუქებთ მომავალ თვეებს, როდესაც ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ”, - აცხადებს გიორგი გახარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930