გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა „დინამოს“ ქომაგების მოწონება დაიმსახურა

29-10-2020

ბათუმის თანამედროვე არენა, რომელიც 20 000 მაყურებელზე და უეფა-ს სტანდარტებზეა გათვლილი ქალაქის ცენტრშია განთავსებული. სტადიონის სამშენებლო სამუშაოები სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 141 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ახალმა საფეხბურთო სტადიონმა უკვე უმასპინძლა ბათუმის დინამოს ქომაგებს.
აღსანიშნავია, რომ სტადიონის მასშტაბი, შესრულებული სამუშაოების ხარისხი და მოედნის საფარი ერთიანად მოიწონა გულშემატკივართა ყველა თაობამ.

სტადიონის დათვალიერების მსურველთათვის უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნდება სარეგისტრაციო აპლიკაცია, რის საშუალებითაც ყველა მსურველს შეეძლება სტადიონზე ვიზიტი.

შეგახსენებთ, რომ სტადიონი ამა წლის 12 სექტემბერს უნდა გახსნილიყო, თუმცა აჭარაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო გახსნა გადაიდო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031