გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: კოალიციურ მთავრობას გამოვრიცხავთ, დაახლოებით 55 - 60 პროცენტს ავიღებთ

31-10-2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელიც მან საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა, ახალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ უმრავლესობით, დაახლოებით 100 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენ სტაბილური კვლევები გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ხმებს 55%-60%-ის შუალედში ავიღებთ. გარდა შიდა პარტიული კვლევებისა, სხვა კვლევებიც არსებობს თუ ადევნებთ თვალს, თუმცა არსებობს ორი- სამი არხი, რომელიც სიცრუეზეა აგებული, მათ კვლევებს ანგარიშს არ ვუწევთ. ჩვენ კოალიციას გამოვრიცხავთ. სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. „ქართულ ოცნებას“ საშუალოდ 100 მანდატი ექნება, პლუს-მინუს ორი მანდატი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728