7-11-2020
როგორც ცნობილია იოსებ ჯუღაშვილი, იგივე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი - სტალინი, ბავშვობაში სიკვდილს რამდენჯერმე გადაურჩა.
ცნობილი ფაქტია აგრეთვე, რომ სტალინის დედმამიშვილები სხვადასხვა ავადმყოფობით ბავშვობაშივე გარდაიცვალნენ.
პატარა სტალინი კი სიკვდილს პირველად მაშინ გადაურჩა, როდესაც ყვავილი შეეყარა. ამ დაავადებამ მომავალი ბელადის სახეზე თავისი კვალი დატოვა და მოგვიანებით, როგორც ამბობენ, იოსებ ჯუღაშვილი, პრესაში დასაბეჭდ სურათებს პირადად არჩევდა.
როგორც სტალინის დედა თავის მემუარებში იხსენებს, მომავალი გენერალი-სიმუსი, სიკვდილს მეორედ მაშინ გადაურჩა, როცა გორში ფაეტონი დაეჯახა.
"სოსო რამდენჯერმე გადამირჩა სიკვდილს. იყო ასეთი უბედური შემთხვევა, როცა ბავშვი ხელიდან კინაღამ გამომეცალა... ფაეტონი დასჯახებოდა და ცხენებს კინაღამ მთლიანად გადაეთელათ. მთელი ორი კვირის განმავლობაში ენაჩავარდნილი მყავდა. დიდი ამაგი დამდო ფერშალმა, რომელმაც ექიმი ლუბომუდროვი მოიყვანა. ორივენი ყოველდღე დადიოდნენ. შემდეგ თავისით მოვიდა ექიმი სააკოვი. ისიც კეთილი კაცი იყო. გაიგო თუ არა, რომ ბავშვი კვდებოდა, მაშინვე ჩვენთან გაჩნდა. არცერთ ექიმს ფული არ აუღია და ბავშვის სიცოცხლე მაჩუქეს" - იხსენებდა სტალინის დედა, კეკე გელაძე.