გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
3-4 დღეში თბილისში პირველი ელექტროავტობუსი გამოჩნდება - რა მარშრუტზე იმოძრავებს ტრანსპორტი

19-04-2018

დედაქალაქში 3-4 დღეში 1-ლი ელექტროავტობუსი გამოჩნდება. 
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“კომპანია „ფრეგობასის“ დირექტორმა მურმან პატარაიამ განუცხადა. 
მისივე თქმით, ავტობუსი 61-ნომერი ავტობუსის ხაზზე ივლის და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ნახოს თუ რა სახის ტრანსპორტზეა საუბარი. 

„ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, ელექტრო თანამედროვე ავტობუსი. მერიასთან მოლაპარაკების საფუძველზე გადავწყვიტეთ, 61-ნომერ ავტობუსსზე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმოძრაოს და მოემსახუროს მოსახლეობას, რათა ნახონ რამდენად კომფორტული, უსაფრთხოა და ა.შ. ეს არის 35 ადგილიანი ავტობუსი, რაც შეეხება გადახდის სისტემას, ამაზე მუშაობა მიდის, თუმცა, ჩვენი სურვილია, რომ ამ ავტობუსით მგზავრობა უფასო იყოს. აღნიშნული ავტობუსი 2 დღეში იქნება საქართველოში, 3-4 დღეში კი უკვე თბილისში იმოძრავებს,“-აღნიშნა პატარაიამ. 

ცნობისთვის, კომპანია „ფრეგობასი“ ჩინურ კორპორაცია ZTE Corporation-სთან და გერმანულ EURABUS-თან ერთად საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოებას გეგმავს. როგორც მურმან პატარაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ზუსტად ისეთი ელექტროავტობუსების წარმოება მოხდება, რომელიც რამდენიმე დღეში გამოჩნდება თბილისში.



bpn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031