13-11-2020
"პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. იმედი მაქვს, ის ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებშია" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
"მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს - პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა საქართველოს წინსვლას, მშვიდობას და სტაბილურობას. უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი!
მადლობას ვუხდი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს დიალოგის მხარდაჭერისთვის!" - აცხადებს თალაკვაძე.