14-11-2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც კანდელაკი ამბობს, რომ "ხელისუფლების ცვლილების შემდებ შეთანხმდება საზოგადოება, თუ რა ფორმით უნდა გააგრძელოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფუნქციონირება, ან/და უნდა გააგრძელოს თუ არა საერთოდ".
"ეს სამარცხვინო, ეს ბოკერიას მაიმუნი თავს უფლებას აძლევს და საზოგადოებრივ მაუწყებელზე ლაპარაკობს!
კანდელაკს და მის პატრონებს ჰგონიათ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ისე უნდა ამოიიღლიავონ, როგორც მანიაკი სააკაშვილის მმართველობის დროს ჰქონდათ, ბოკერიას მეორე მონა - კინწურაშვილი რომ დანიშნეს გენერალურ დირექტორად!
ვერ ეღირსებით!
საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების საკუთრებაა, თქვენ კი ამ საზოგადოების ხორცმეტები ხართ!
პირველი არხი ყოველთვის ხალხის სამსახურში იქნება, თქვენ კი დარჩებით ყვითელ ლაქად თოვლზე! მერე კი პოლიტიკური სივრციდანაც გაქრებით!
ჩემი მხარდაჭერა #პირველი_არხის ყველა ჟურნალისტს და ყველა თანამშრომელს!" - წერს მძინარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თამარ კინწურაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარის თანამდებობას რამდენიმე წლის განმავლობაში იკავებდა.
კინწურაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება დიდი ოდენობით გაფლანგული თანხა და მაუწყებლის ძვირადღირებული, ათეულობით მილიონად ღირებული აქტივების მიზერულ ფასად გასხვისება.
თამარ კინწურაშვილის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების შესახებ ჟურნალისტური გამოძიების მასალების ნაწილი იხილეთ აქ!