24-11-2020
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 159.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.0 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 2 715.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11.1 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 6 444.2 მლნ. აშშ დოლარს (16.6 პროცენტით ნაკლებია).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვაროქტომბერში, 3 728.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია.