გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: 200-ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში, ჯამში 1200 ლარის ოდენობით, განსაზღვრულია ყველა ფორმალურად დასაქმებულისთვის, ვინც სამსახური დაკარგა

26-11-2020

ერთი არის ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოხვდნენ კონკრეტულად ამ ორთვიან შეზღუდვებში, ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ და ეს არის ერთჯერადი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება 200-ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში, ჯამში 1200 ლარის ოდენობით, მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს სისტემური დახმარება განსაზღვრულია ყველასთვის, ვინც ფორმალურად იყო დასაქმებული და კრიზისის გამო სამსახური დაკარგა და აქ შეზღუდვა დარგების მიხედვით, რომლებიც 2 თვის განმავლობაში ჩერდება, არ არის.

„ეს შეიძლება იყოს მშენებელიც, ექიმიც, არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფორმალურად იყო დასაქმებული და დაკარგა სამსახური. ამის მექანიზმი უკვე არსებობს. წინა ჯერზე ამ დახმარების მექანიზმით ისარგებლა 125 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ და ეს გაგრძელდება. ადამიანები, რომლებმაც პირველი ტალღის დროს დაკარგეს სამსახური, მიიღეს ეს დახმარება და ჯერ სამსახური არ უპოვნიათ, ისინი აკეთებენ ახალ განაცხადს და ახალი განაცხადის განხილვის პირობებში შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930