30-11-2020
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით სააკაშვილი ძალიან ბევრ დანაშაულზეა პასუხისმგებელი."რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით სააკაშვილი ძალიან ბევრ დანაშაულზეა პასუხისმგებელი.
ეს განცხადება ბერძენიშვილმა გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში 2012 წლის ოქტომბერში გააკეთა, მაშინ, როცა "ქართული ოცნების" ქვოტით საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.
"სააკაშვილს უნდოდა, ყოფილიყო დიქტატორი, მაგრამ დიქტატორობას თავისი ტალანტი სჭირდება. როცა დაიბადები სტალინად, იქნები სტალინი, როცა დაიბადები მიშიკოდ, იქნები მიშიკო. მას ჩვენ იმის გამო მადლობას ვერ ვეტყვით, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მოკლა, როცა შეეძლო მილიონები დაეხოცა. ამაზე მადლობას ნუ ელოდება, იმიტომ, რომ სააკაშვილი არის პასუხისმგებელი ძალიან ბევრ დანაშაულზე, რაც ქვეყანაში მოხდა.
მაგრამ ის, რომ დღეს მშვიდად გამოდის, იმაზე კი არ მიუთითებს, რომ დემოკრატი გახდა. სააკაშვილი არ არის დემოკრატი თავისი ბუნებით, არც არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება. ის კარგი იყო შევარდნაძესთან ბრძოლაში, მაგრამ აბსოლუტურად უვარგისია დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში" - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მოგვიანებით კი, 2019 წელს ლევან ბერძენიშვილის პარტია საარჩევნო ბლოკ – „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“-ში, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდა.