30-11-2020
მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოში 45 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთის (46.7 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 24.4 პროცენტი ფუნქციონირებს ქვემო ქართლის რეგიონში, 13.3 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონში, 6.7 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 4.4 პროცენტი ქ. თბილისში, 2.2 პროცენტი იმერეთის და 2.2 პროცენტი გურიის რეგიონებში:
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 101 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 920 კაცით განისაზღვრა. 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 133.0 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 82.7 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა:
2020 წლის III კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 75.5 მლნ. ლარის ღირებულების 86.4 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 64.4 პროცენტი იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 81.7 პროცენტი. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 32.8 პროცენტს, აგვისტოში - 36.0 პროცენტს, ხოლო სექტემბერში 36.4 პროცენტს.