30-11-2020
საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავისი საქმით რუსეთის ინტერესებს ატარებდა და მისი კანდიდატურა რუსეთისთვის ყველაზე მისაღები იყო.
ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ გაზეთ "ასავალ - დასავალს" 2013 წლის ოქტომბერში განუცხადა.
"დღევანდელი და არა მარტო დღევანდელი გადასახედიდან, სააკაშვილი უფროა რუსეთის კაცი, ვიდრე სხვა ვინმე.
რუსეთისთვის სააკაშვილი ყველაზე სასურველი კანდიდატი იყო საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, ასეთს სხვას ვეღარ ნახავს. 2008 წლის აგვისტოში მან სააკაშვილისგან მიიღო ის, რაც უნდოდა და კიდევ ბევრს მიიღებდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი.
სააკაშვილმა ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი დაკარგა, მისი საქმე დამთავრებულია, რადგან დაკარგა ქართველი ხალხის ნდობა, და, რაც მისთვის მთავარია, დაკარგა რუსეთის ნდობაც" - აცხადებდა შევარდნაძე.