3-12-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის მოსახლეობას, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე რაფიელ აგლაძის და ხიშარაულის ქუჩის მოსახლეობას, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მისის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის და ფარნავაზის გამზირის მოსახლეობას, ხოლო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზაფხულის ქუჩის მოსახლეობას შეეხება.
12:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მარკო პოლოს ქუჩის მაცხოვრებლები, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე ნაფეტვრების და ფხაკაძის ქუჩების მაცხოვრებლები, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის და ვარკეთილის III მასივის “დ” ქუჩის მაცხოვრებლები, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ალექსანდრე ქართველიშვილის და ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლები.