გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკი მომხმარებელს უფასო შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიზნესკურსს“ სთავაზობს

4-12-2020

საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. მომხმარებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბანკმა ახალი შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიზნესკურსი“ შექმნა. ბიზნესკურსის გავლა ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, კურსი სრულიად უფასოდ გაიაროს. პროექტის მთავარი მიზანია პლატფორმაზე განთავსებული მრავალფეროვანი ტრენინგების, ცოდნის თუ გამოცდილების გაზიარებით, ბიზნესგანათლება კიდევ უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი გახადოს. პროექტი EFSE განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

ბიზნესკურსის შექმნაში მაღალკვალიფიციური ლექტორები, კონსულტანტები და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები მონაწილეობდნენ. შესაბამისად, პლატფორმა გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მომხმარებელს ბიზნესის შესახებ უამრავ საინტერესო კურსს, ვიდეოგაკვეთილს, პრეზენტაციას თუ დამატებით ლიტერატურას სთავაზობს. ამასთან, მიღებული ცოდნის შესამოწმებლად, ხელმისაწვდომი იქნება ტესტები.

ბიზნესკურსი ისეთ თემებს აერთიანებს, როგორიცაა: კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები, მარაგების მართვა, ბიზნეს გეგმის წერა და ა.შ. გარკვეულ პროგრამების სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

„მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა „ბიზნესკურსი“, რომელიც ყველა იმ ადამიანისთვის შეიქმნა, ვინც ბიზნესით არის დაინტერესებული. პლათფორმა სრულიად უფასოა, მის შექმნაში კი სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებმა მიიღეს მონაწილეობა. სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ადამიანების განათლებასა და სამომავლო განვითარებაში. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი გზების პოვნას, რომ მეტმა ადამიანმა ირწმუნოს საკუთარი თავის და მიაღწიოს წარმატებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

პლატფორმის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.businesscourse.ge/
EFSE განვითარების ცენტრის შესახებ: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის „ევროპული ფონდის (EFSE DF) განვითარების ფონდი“ 2006 წელს ფონდის მანდატის განსახორციელებლად და მისი დაფინანსების განვითარების მიზნით შეიქმნა. ის სამიზნე ქვეყნებში ფინანსურ, ეფექტურ, მიზნობრივ და ინოვაციურ ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს. EFSE მეწარმეობის აკადემია არის EFSE DF განყოფილება, რომლის მიზანია მეწარმეების რესურსების მიწოდება, ტრენინგების ორგანიზება, ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და სხვა ინსტრუმენტების გაჩენა, რაც მათ კარგი იდეების წარმატებულ ბიზნესად გადაქცევაში შეუწყობს ხელს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.finance-in-motion.com/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930