გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპარალმენტმა ევროკავშირშის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის იმპლემენტაციის შესახებ წლიური ანგარიში მიიღო

4-12-2020

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კენჭი უყარა და მიიღო ევროპარლამენტარის, სვენ მიკსერის მიერ წარდგენილი წლიური ანგარიში ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის იმპლემენტაციის შესახებ.

დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის როლზე გლობალური უსაფრთხოების საქმეში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს წინაშე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში არსებული გამოწვევების შესახებ და ხაზგასმითაა აღნიშნული რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული საოკუპაციო პოლიტიკა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე.

ანგარიში შემაშფოთებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები ჯერ კიდევ აგრძელებენ უკრაინის დიდი ნაწილისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.აღნიშნულია,რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები ასევე წარმოდგენილნი არიან მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რუსეთი განაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას.

ასევე, დოკუმენტში საუბარია აღმოსავლეთ სამეზობლოს სახელმწიფოებში დაფინანსებული დეზინფორმაციის კამპანიების უპრეცედენტო რაოდენობაზეც. დოკუმენტი გმობს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციას და ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიას, ისევე როგორც მოლდოვაში გაყინული კონფლიქტების შენარჩუნებას.

ამასთან, დოკუმენტი ხაზგასმით აღნიშნავს ევროკავშირის პოლიტიკის ფარგლებში, მოცემულ კონტექსტში ერთხმად საუბრის საჭიროებას.



აღსანიშნავია, რომ ანგარიში საბოლოოდ მიღებულ იქნება პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ 2021 წლის იანვარში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930