გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთხი არასრულწლოვნის, მათ შორის არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების და შვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე გ.გ.-ს ბრალია წარედგინა

5-12-2020

საქართველოს პროკურატურამ 4 არასრულწლოვნის, მათ შორის არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე გ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ივნისიდან სექტემბრამდე ქ. თბილისში, გ.გ.-მ სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვან გოგონასთან, მათ შორის საკუთარ შვილთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.გ.-მ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მის არასრულწლოვან შვილზე.

სამართალდამცველებმა გ.გ. 2020 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება - სამი ეპიზოდი) 11 პრიმა 141-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობა) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე გ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930