7-12-2020
მიმდინარე წლის III კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 645.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.8 პროცენტი ქალია, ხოლო 59.2 პროცენტი - კაცი.
საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.7 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 610.4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 6.4 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე კი - 2 437.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.4 პროცენტით ნაკლები).