გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკმა დიზაინ სისტემა შექმნა

9-12-2020

საქართველოს ბანკმა, პროცესების გამარტივების და სამუშაო კულტურის გაუმჯობესების მიზნით, დიზაინ სისტემა შექმნა.

დიზაინ სისტემა არის მრავალჯერადი გამოყენების დიზაინ კომპონენტების მზა ბიბლიოთეკა, რომლის თითოეული ელემენტიც შექმნილია ბრენდის საერთო სტილის, კონცეპციისა და წესების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის სისტემატური კვლევის ანალიზით არის გამყარებული. ის ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც დიზაინის და კოდის დონეზე წინასწარ მომზადებულ კომპონენტებს, ასევე UX-ის, ბრენდის და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მათი გამოყენებისთვის საჭირო წესებსა თუ სახელმძღვანელოებს.

დიზაინ სისტემის მიზანია, ორგანიზაციაში ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნა, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს, დაიხვეწოს და დაჩქარდეს სამუშაო პროცესები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მეტი ახალი პროდუქტი შევქმათ ნაკლებ დროში. მომხმარებლებისთვის დიზაინ სისტემა თანმიმდევრულ გამოცდილებას შექმნის ციფრულ არხებში, რაც გამოყენებას გაცილებით უფრო მარტივს და ინტუიტურს გახდის.

დიზაინ სისტემა მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა, რაც დროთა განმავლობაში ცვლილებების სწრაფად ასახვის და ეფექტური გაუმჯობებების საშუალებას იძლევა. პროცესების ამ კუთხით დახვეწა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, მეტად ფოკუსირდეს მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაზე, ხარისხის მაჩვენებლის ზრდასა და ბიზნესამოცანის მიღწევაზე.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს პროცესების, სერვისებისა თუ პროდუქტების გაუმჯობესების კუთხით წამყვანი კომპანია იყოს, რომელიც სამუშაო კულტურისა და მიდგომების გაუმჯობესების შეუწყობს ხელს. დიზაინ სისტემის დანერგვის მიზანია ტექნოლოგიებით, დიზაინით და ზოგადად ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისა და ფინტექ კომპანიებისთვის ეფექტური სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება. ამით ჩვენ მათ შესაძლებლობას მივცემთ, საქართველო ბანკის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის მაგალითზე, მიიღონ რეალური გამოცდილება დიზაინის პროცესებისა და ზოგადად ციფრული პროდუქტების შექმნა-განვითარების შესახებ“, - განაცხადა ვახტანგ ბობოხიძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930