გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა ოქტომბერ - ნოემბერში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 43 ფაქტი გამოავლინა

10-12-2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 43 ფაქტი.

გამოძიების პროცესში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების 73 608 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 300 000 ლარს აღემატება.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, გამოძიების ამ ეტაპზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, რომელთაგან 8 დაკავებულია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930