გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობით ჩადენილ თაღლითობაში, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევასა და მონაცემების უნებართვო შეცვლაში ბრალდებულებს 8 - 8 წლით და 7 წლით და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრათ

10-12-2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობით ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობაში, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევასა და შესაბამისი მონაცემების უნებართვო შეცვლაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016-2018 წლებში, შპს ,,ეფიქს ბიზნეს გრუპის“ ხელმძღვანელი პირები - ი.ჭ, გ.ჭ და გ.კ., თითქოსდა საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობის მიზნით, მოქალაქეებს სთავაზობდნენ შესაბამისი მომსახურების გაწევას. კერძოდ, კომპანიის ანგარიშზე არიცხინებდნენ დიდი ოდენობით თანხებს და პირადად ისე განკარგავდნენ, რომ რეალურად რაიმე ტიპის ვაჭრობა არ ხორციელდებოდა. ამავდროულად, დანაშაულებრივი საქმიანობის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულები ვაჭრობის მსურველ პირთა შესაბამის პლატფორმებზე არსებულ ე.წ. ,,პირად კაბინეტებში“ არსებულ კომპიუტერულ მონაცემებს ხელოვნურად ცვლიდნენ. აღნიშნული ხერხით, ზემოხსენებული პირები 67 მოქალაქის კუთვნილ 500 000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ.

პროკურატურამ ი.ჭ-ს, გ.ჭ-ს და გ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 286-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარუდგინა (ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობით ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა და შესაბამისი მონაცემების უნებართვო შეცვლა).

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული პირები სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით ი.ჭ.-ს და გ.კ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.ჭ.-ს - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930