გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩინეთში ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

10-12-2020

„ქართული ღვინის კვირეული“ ჰონგ-კონგში გაიმართა. ღონისძიება, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media“ მიერ იყო ორგანიზებული, მოიცავდა სემინარებსა და დეგუსტაციებს ქართული ღვინის შესახებ.

"ქართული ღვინის კვირეულს" 400-ზე მეტი სტუმარი დაესწრო: ღვინის ადგილობრივი იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და ღვინის ბარების წარმომადგენლები, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ 18 ღვინის კომპანიის პროდუქციას.

ამავე ღონისძიების ფარგლებში, სსიპ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და „Meiburg Wine Media“-მ, პოტენციურ იმპორტიორებს წარუდგინეს 13 მცირე მარნის ღვინო. რამდენიმე მათგანმა, უკვე დაიმსახურა იმპორტიორების ყურადღება. მცირე მარნების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო მცირე მარნების სადეგუსტაციო ნიმუშების სხვადასხვა ქვეყანაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

ამასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიდევ 3 ქალაქში: შანხაი, შენჯენსა და ჩენგდუში ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაციები სახელწოდებით „Georgian Wine Roadshow“ გაიმართა. მასზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930