გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ აღაიანის მოსახლეობას სასმელი წყლისმიწოდება გაუუმჯობესდება

10-12-2020

სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოაცხადებულ, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“.

პროექტით გათვალისწინებულია რეზერვუარის, ჭაბურღილის, ჭაბურღილის სათავსის და შენობის, წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა, ასევე საქლორატოროსა და დარაჯის შენობის აშენება-მოწყობა და შემოღობვა.

სამუშაობის ღირებულება 2 437 956 ლარია და ფინანსდება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ.

"მერიის ხელმძღვანელობა შესაძლებლობის მიხედვით ცდილობს მუნიციპალიტეტში მოაგვაროსაღნიშნული პრობლემა. სოფელ აღაინის მოსახლეობას წლებია სასმელი წყლის პრომლემა აწუხებდა. პროექტის განხორციელების შემდეგ750 ოჯახს ანუ 3 000 ბენეფიციარს სასმელიწყლის მიწოდება და სოციალური პირობები გაუუმჯობესდებათ" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930