გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას იხსნის

11-12-2020

საქართველოს მინისტრთა კაბინეტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე უფლებამოსილებას იხსნის.

შესაბამისი წერილით პარლამენტს პრემიერმა გიორგი გახარიამ უკვე მიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

"საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოგვმართა იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა იხსნის პასუხისმგებლობას პარლამენტის წინაშე, როგორც ეს საქართველოს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. გთხოვთ მივიღოთ ცნობად პრემიერის წერილი ამ საკითხთან დაკავშირებით" - მიმართა თალაკვაძემ დეპუტატებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728