გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 14,6 პროცენტით იკლო

15-12-2020

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 202.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.6 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 3 016.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.3 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7 186.3 მლნ. აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2020 წლის იანვარ-ნოემბერში 4 169.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031