გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: უპრეცედენტოდ მაღალი დახმარებები გამოწვევებზე, მთავრობის სწორმა პასუხებმა და ეკონომიკურმა რეფორმებმა განაპირობა

15-12-2020

უპრეცედენტოდ მაღალი დახმარებები გამოწვევებზე მთავრობის სწორმა პასუხებმა და ეკონომიკურმა რეფორმებმა განაპირობა - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას, რომელიც „საქართველოს მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში გაიმართა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის მარტიდანვე დაიწყო მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ერთობლივად ჩამოყალიბდა ფისკალური ჩარჩო, რომელსაც ემყარება ქართული ეკონომიკა პანდემიის პერიოდში.

„აპრილში წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და ვიყავით პირველი ქვეყანა, რომლის ანტიკრიზისული პროგრამა დაამტკიცა სავალუტო ფონდმა. ამის წინაპირობა იყო გასული წლების გამართული ფისკალური პოლიტიკა და სავალუტო ფონდის მხრიდან ხელისუფლებისადმი მაღალი ნდობა. სწორედ სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებმა გაგვიხსნა გზა ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციებიდან საკმაოდ სწრაფი და მოცულობითი მხარდაჭერის მისაღებად. ამ ეტაპზე, უკვე გვაქვს ხელმოწერილი შეთანხმებები, რომლის ჯამური მოცულობა 1.9 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საქართველო პირველ ადგილზეა, პანდემიური დახმარებების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ჩვენს დონორ ორგანიზაციებში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930