გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: „პანდემიასთან და მის უარყოფით გავლენებთან ბრძოლის პარალელურად, ბიზნესზე ორიენტირებული აგრარული დარგის განვითარება კვლავ მთავარ მიზნად რჩება

16-12-2020

ჩვენ ვაძლიერებთ სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს, ვმუშაობთ ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის გაზრდის ხელშეწყობისთვის. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე პროექტებში ცვლილებები შევიტანეთ, რამაც ისინი უფრო მოქნილი გახადა.

მეტად გავზარდეთ ფერმერებისა და მეწარმებისთვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა. სახელმწიფოს თანამონაწილეობა გაცილებით დიდია საფინანსო ინსტიტუტებთან აღებულ ვალდებულებებში, ვგულისხმობ ფერმერებისა და მეწარმების სესხების საპროცენტო განაკვეთებს, რომლესაც სახელმწიფო ფარავს.

მინისტრმა იმ პროეტების შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო აგრარული წარმოების გასაძლიერებლად ახორციელებს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით 2020 წელს ახალი მრავალწლოვანი ბაღი 2,000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა

პროგრამამ „დანერგე მომავალი“ შესაძლებელი გახადა შექმნილიყო კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მეურნეობები. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღი 10,500 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე გაშენდა.

„დანერგე მომავლის“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მიღებული მოსავლის რეალიზაციით ფერმერებმა შემოსავალი უკვე მიიღეს. გაჩნდა საექსპორტო შესაძლებლობები, რაც განპირობებულია პროგრამის ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მიღებული მოსავლის მზარდი რაოდენობით. ასევე აღსანიშნავია, რომ ეტაპობრივად იქმნება კარგი სანედლეულო ბაზა ადგილობრივი გადამმუშავებელი მრეწველობისათვის.

ცვლილებებით, რომელიც 2020 წელს განხორციელდა, რეგიონების მოსახლეობის კიდევ უფრო დიდ ნაწილს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს პროგრამით. პროგრამას დაემატა წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის, ასევე ჭაბურღილის და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დაფინანსება უკვე არსებულ ისეთ მრავალწლოვან ბაღებში, რომელიც პროგრამის სტანდარტით არის გაშენებული. პროგრამას ასევე დაემატა კომპონენტი, რომელიც მრავალწლიანი კულტურების ბაღებში სეტყვის, ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ნერგების ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

2020 წელს ახალი მრავალწლოვანი ბაღი 2,000 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა, სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობა 20 მლნ ლარს აჭარბებს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა გრძელდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

2020 წლიდან ამოქმედდა ახალი კანონმდებლობა, რომლითაც კიდევ უფრო მოწესრიგდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხები.

გრძელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის ერთიან ღირებულებათა ჯაჭვში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების აქტიურ ჩართულობას, როგორც პირველადი პროდუქციის წარმოების, ასევე გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.

დღეის მდგომარეობით, 1,025 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელიც 10,734 მეპაიეს აერთიანებს.

შეღავათიანი აგროკრედიტის მეშვეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება იქნა შესაძლებელი

იაფ, გრძელვადიან და ხელმისაწვდომ ფულად რესურსებზე წვდომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.

მასშტაბური პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის’’ განხორციელებით აგრომეწარმეებისა და ფერმერებისათვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი.

პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დაწყებიდან დღემდე გაცემულია 2,695,338,563 ლარის ღირებულების 46,391 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 379,236,390 ლარი.

შეღავათიანი აგროკრედიტის მეშვეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება იქნა შესაძლებელი, მიმდინარე წლის განმავლობაში გაცემულია 372,086,077 ლარის ღირებულების 6,144 სესხი, სააგენტოს თანადაფინანსებამ შეადგინა 64,241,572 ლარი.

2020 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში 13 ბანკი და 4 სალიზინგო ორგანიზაციაა ჩართული. აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება საფინანსო ინსტიტუტების მიერ და ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართულობა მინიმალურია, მთავარია ბენეფიციარი აკმაყოფილებდეს პროგრამით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

აგროდაზღვევის პროგრამით დაზღვეული ფართობი 31%-ითაა გაზრდილი

აგროდაზღვევის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა. ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა კლიმატური რისკების დადგომისას დაიცვან საკუთარი შემოსავალი.

2020 წელს 2019 წელთან შედარებით 31%-ითაა გაზრდილი აგროდაზღვევის პროგრამით დაზღვეული ფართობი, რაც 18,000 ჰა-ს აჭარბებს. პროგრამის ფარგლებში გაცემულია 17,532 პოლისი. სააგენტოს სუბსიდიის თანხა 8 მლნ ლარს აჭარბებს.

აგროდაზღვევის პროგრამა განიცდის განახლებებს და ფერმერთა ინტერესებზე მეტად მორგებული ხდება, 2020 წელს განხორციელებული ცვლილებით, მრავალწლოვანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, აგროდაზღვევა სამწლიანი გახდა.

2014 წლიდან დღემდე, 6 წლისგანმავლობაში, ფერმერებისთვისანაზღაურებული ზარალი 44 მლნ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობაა. სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფერმერები მოსავალს მოსალოდნელი სტიქიისგან (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და ციტრუსისთვის საშემოდგომო ყინვა) აზღვევენ.

სახელმწიფოს ხელშეწყობით, 2020 წელს, 16 ახალი საწარმო შეიქმნა

მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა.

პირველადი პროდუქციის მოსავლის ზრდის პარალელურად მზარდია შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებზე მოთხოვნა.

სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათვის მნიშვნელოვანი სტიმულია წარმოების განვითარებისათვის.
მიმდინარე წელს, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 6 გადამმუშავებელი და 10 შემნახველი საწარმო, ჯამური საინვესტიციო ღირებულება 19 მლნ ლარს აჭარბებს.

2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების მიმართულებით 56 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ ლარს აჭარბებს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 28 მლნ ლარზე მეტია.
შემნახველი საწარმოების მიმართულებით დაფინანსდა 43 პროექტი - ჯამური საინვესტიციო ღირებულება 53 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის სახელმწიფო თანადაფინანსება შეადგენს 23 მლნ ლარზე მეტს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო გრანტის მიღების პარალელურად, ბენეფიციარებს შეეძლოთ საინვესტიციოდ ესარგებლათ შეღავათიანი აგროკრედიტითაც.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930