გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ გარემოსდაცვითი მიმართულებებით პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე

16-12-2020

სამინისტრომ შეიმუშავა არაერთი საკანონმდებლო აქტი.
- დამტკიცდა ჰაერის ხარისხის მართვის ახალი, ევროპული სტანდარტები;
- დამტკიცდა 2020-2022 წლების ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა;
-საწვავის ხარისხის ნორმების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვნად გამკაცრდა სანქციები დარღვევისთვის;
- დამტკიცდა ახალი რეგულაციები სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და გამონაბოლქვის კონტროლის ევროპული სისტემის დანერგვის მიზნით;
- ქვეყნის 200-მდე მსხვილ საწარმოს მომდევნო წლიდან დაუდგინდა მოთხოვნები ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად;
- დადგინდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ევროპული სტანდარტები;
-მომზადდა „წყლის რესურსების მართვის შესახებ” კანონპროექტი. ახალი კანონმდებლობა დანერგავს მდინარეთა სააუზო მართვას;
- შემუშავდა საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და მოქმედებათა პროგრამის პროექტი;
- შემუშავდა კლიმატის ცვლილების ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებული დოკუმენტი;
- შემუშავდა კლიმატის ცვლილების სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა.

ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს დაამტკიცა, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს
ახალი კოდექსის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, წარმოადგენს ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს.
ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში (იმერეთი; გურია, სამცხე-ჯავახეთი; მცხეთა-მთიანეთი; კახეთი, შიდა ქართლი) მოეწყო 26 „საქმიანი ეზო“, რაც უზრუნველყოფს ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას.
როგორც ცნობილია, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორცილებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.
შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა გაცილებით ეფექტიანად განხორციელდება, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.

გასული საუკუნიდან საქართველოში, წაბლის დაავადების გამოჩენის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პირველად განხორციელდა სრულყოფილი და თანმიმდევრული სამეცნიერო და სატყეო ღონისძიებები დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით
ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდი ხელს შეუწყობს დაავადებული წაბლნარი კორომების გაჯანსაღებას, რაც წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, 2020 წელს, დაავადების აღმოჩენის შემდეგ, პირველად განხორციელდა ჰიპოვირულენტური შტამების შეტანა ზესტაფონის სატყეო უბნის ბოსლევის სატყეოში, სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე (43 ჰა), სადაც სანიტარული ჭრის განხორციელების შემდეგ, სპეციალურად გამოიყო საექსპერიმენტო უბნები. შტამების შეტანა 200-მდე დაავადებულ წაბლის ხეზე მოხდა. მომდევნო წლების მანძილზე კი განხორციელდება აღწერითი სამუშაოები, დეტალური დაკვირვება და მონიტორინგი.

ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება
მას ათწლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისთვის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის ათწლიანი გეგმები.
2020 წელს, ტყის ინვენტარიზაცია და 10 წლიანი მართვის გეგმების მომზადება განხორციელდა 150 000 ჰა-ზე მეტ ფართობზე, რაც წინა წლების წლიურ მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ახმეტისა და დედოფლისწყარო-სიღნაღის სატყეო უბნის ტყის ინვენტარიზაცია ახალგაზრდა მეტყევე სპეციალისტების მიერ განხორციელდა, რომლებიც 2019-2020 წლებში ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადებული სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ, დასაქმდნენ საველე სამუშაოებზე. სააგენტოს მიერ 2019 წელს ინიცირებულმა ამ პროცესმა ახალგაზრდებში მეტყევის პროფესიისადმი ინტერესის ზრდას შეუწყო ხელი და სასწავლო პროგრამის ფარგლებში 2020 წელს 21 ახალი მეტყევე-ტაქსატორი გადამზადდა, რაც წინა წლის მსურველთა რაოდენობას აღემატება.


2020 წელს, დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად, 122 374 ჰა-ით, გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაცული ტერიტორიების შექმნა/დაარსება, გაფართოება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისად განვითარებაა.
2020 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად 122 374 ჰა-ით გაიზარდა და დღეისათვისშეადგენს 793 351 ჰა–ს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.38%-ია. 2020 წელს, შეიქმნა 3 ახალი დაცული ტერიტორია და გაფართოვდა ერთი.
2020 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო კონსერვაციული და რეინტროდუქციის პროექტების მიმართულებით. ბუნებისმსოფლიოფონდის (WWF)-ის მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს ჯეირნების პოპულაციის აღდგენის პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე - მათი რაოდენობა უწყვეტად იზრდება და ამ ეტაპზე 150 ინდივიდს შეადგენს. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე წარმატებით დაინერგა აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის ტელემეტრიულიმონიტორინგი, პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES-ის მიერ ბუნებისმსოფლიოფონდის (WWF), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და ტრანსსასაზღვროგაერთიანებულისამდივნოს (TJS) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აჯამეთის აღკვეთილში, 2016 წლიდან დღემდე, მიმდინარეობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, იმერული მუხის აღდგენის პროექტი, დაახლოებით 56 ჰა ფართობზე.
2020 წელს, გრძელდება მენეჯმენტის გეგმების შემუშავება და არსებულის განახლება, მათ შორის, შემუშავდა 1 ახალი მენეჯმენტის - ალგეთის ეროვნული პარკის და განახლდა 7 დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა. არსებული მდგომარეობით, 20 ტერიტორიული ადმინისტრაციიდან დაცული ტერიტორიების მართვას დამტკიცებული მენეჯმენტის გეგმით ახორციელებს 13.
დაცულ ტერიტორიებზე, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს პატრულირებისა და ბიომონიტორინგის თანამედროვე SMART ტექნოლოგიების დანერგვა, დაცვა-მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით.
აღსანიშნავია, ასევე, მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებიც, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ბზის ალურას წინააღმდეგ გამოსაყენებელი პრეპარატების შესხურება ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე და კოლხეთის ეროვნულ პარკში. ბორჯომ-ხარაგაულის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, ნეძვის აღკვეთილის წიწვოვან ტყეებში გამოყენებულ იქნა ფერომონიანი საჭერები. მაჭახელას ეროვნულ პარკში კი დაწყებულია წაბლის კიბოს კვლევა GEF/UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით.

დაცულიტერიტორიებისსააგენტოსსაგრანტო პროექტების პორტფელისღირებულება უპრეცედენტოდ მაღალია და 54 მილიონლარსაღწევს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობენ დაცული ტერიტორიების საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებაზე, როგორც არსებულ, ასევე ახალი პარტნიორების მოძიების მიმართულებით. საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ფინანსური მხარდაჭერა, ისე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საქართველოში დანერგვა.
დაცულიტერიტორიებისსააგენტოსსაგრანტო პროექტების პორტფელისღირებულება უპრეცედენტოდ მაღალია დამიმდინარეპერიოდში 54 მილიონლარსაღწევს, საიდანაც 2020 წლისთვისგათვალისწინებულიიყოდაახლოებით 14 მილიონი. ამ პროექტებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიის განვითარების ბანკის (KFW), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), გაეროსგანვითარებისპროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), შვედეთის მთავრობის, ევროკავშირის (EU), აშშ-სსაერთაშორისოგანვითარებისსააგენტოს (USAID), მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF), მსოფლიო ბანკის, ბუნებისდაცვის მსოფლიოფონდის (WWF) მხარდაჭერა.
2020 წელს განხორციელებული პროექტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსის Covid 19-ის გამო არსებული გამოწვევების დასაძლევად მიღებული 4 200 000 ლარის გრანტი. ასევე, აღსანიშნავია, ფშავ-ხევსურეთისვიზიტორთაცენტრისმშენებლობაშატილში, რომელიც წელს დაიწყო და 4 000 000 ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. დასრულდასაზოგადოებრივისკვერისმშენებლობამანგლისში (ინვესტიციადაახლოებით 760 000 ლარი), დასრულდასაფეხმავლობილიკებისმშენებლობაბორჯომ-ხარაგაულისეროვნულპარკში, ნეძვისაღკვეთილშიდადასრულებისეტაპზეააბასთუმნისდაალგეთისეროვნულიპარკისბილიკებისმოწყობა (ინვესტიციაჯამშიდაახლოებით 1 მილიონილარი), აშენდა „თოკებისპარკის“ ატრაქციაკოლხეთისეროვნულპარკში (ინვესტიცია 285 000 ლარი).
2021 წელს, ამ ეტაპზე არსებული გეგმების მიხედვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება, რომელთა ჯამური ღირებულება 60 მილიონ ლარამდეა. გრანტები მიმართულია საკონსერვაციო ღონისძიებების გასაძლიერებლად, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. მათ შორის, დაგეგმილია ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითარების პროექტი, რომლისთვისაც გამოყოფილია 1 995 000 ლარის ფინანსური რესურსი. საოპერაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად კი სააგენტოსბიუჯეტშიმობილიზებულიიქნებადაახლოებით 3 990 000 ლარის გრანტი.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 2020 წელს, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, 7 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ხორციელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო, Covid-19 გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, აქტიურად განაგრძობს ეკოტურიზმის განვითარებას.
2020 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული პროექტი მიმდინარეობს და საერთო ჯამში 7 000 000-მდე ლარის ინვესტიციას შეადგენს. პროექტების განხორციელების მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა.
აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დასრულების ეტაპზეა 200 კმ-მდე საფეხმავლო ეკოტურისტული ბილიკები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილსა და აბასთუმნის ტერიტორიაზე, სათაფლიაში, აჯამეთის აღკვეთილში, ალგეთის ეროვნულ პარკში. კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ მოეწყო. ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, შატილში, მიმდინარეობს 4 მილიონ ლარამდე ღირებულების საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა.
ახალი კორონავირუსის Covid 19-ის პანდემიის მიუხედავად, შეუჩერებლადმიმდინარეობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული მოცულობის საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რომელთა ღირებულება 89 მილიონ ლარზე მეტია. მათ შორის, წალკის (ყოფილი დაშბაშის)კანიონზე, რომელიცსაქართველოშიპირველიკერძოსაერთაშორისოინვესტიციაა.
აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, პანდემიის დასრულების შემდეგ, ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან: გერმანიის განვითარების ბანკი (KFW), კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), გაეროსგანვითარებისპროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), შვედეთის მთავრობა, ევროკავშირი (EU), აშშ-სსაერთაშორისოგანვითარებისსააგენტო (USAID), მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF), მსოფლიო ბანკი, ბუნებისდაცვის მსოფლიოფონდი (WWF), რომელთა მხარდაჭერითა და ჩართულობით განხორციელდა და მიმდინარეობს ეკოტურიზმის განვითარება საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930