გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს მოკრძალებული, ოჯახურ წრეში და თავი უნდა ავარიდოთ ჩვენთვის ჩვეულ დიდ წვეულებებს

17-12-2020

წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და თავი უნდა ავარიდოთ ჩვენთვის ჩვეულ დიდ საახალწლო წვეულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორ გავართმევთ თავს საახალწლო დღესასწაულებს.

მთავრობის მეთაურმა პირბადის ტარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია 65%-მდე, თუმცა ესეც არ არის საკმარისი.

„წელს განსაკუთრებული წელია, გამოწვევებით და ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორ გავართმევთ თავს ამ საახალწლო დღესასწაულებს.

პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია 65%-მდე, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ეს მაჩვენებელი 90-95%-მდე ავიყვანოთ. ეს ის მონაცემებია, როდესაც ჩვენ ეკონომიკის თამამად გახსნა შეგვეძლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მობილურობა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე ან გავზარდოთ მაშინ, როდესაც ყველა რისკი გადაზღვეული გვექნება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ერთმანეთის, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ხანდაზმულების წინაშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728