გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია სოციალური დახმარების მე-4 ტალღაზე: უკვე მიღებულია 65 000-ზე მეტი განაცხადი, რომლიდანაც 54 000 დაკმაყოფილებულია და ახალ წლამდე ყველა განაცხადს დავაკმაყოფილებთ

17-12-2020

28 ნოემბერს დაწყებული მიზნობრივი შეზღუდვების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მე-4 ტალღა მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის, დახმარების, ვგულისხმობ ერთჯერად, 300 ლარიან დახმარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, უკვე მიღებულია 65 000-ზე მეტი განაცხადი, რომლიდანაც 54 000 განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია და ახალ წლამდე, ყველა განაცხადი, რომელიც მიღებული იქნება მოქალაქეების მხრიდან, დაკმაყოფილდება.

“28 ნოემბერს დაწყებული მიზნობრივი შეზღუდვების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მე-4 ტალღა მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის, დახმარების, ვგულისხმობ ერთჯერად, 300 ლარიან დახმარებას. დღეის მდგომარეობით, უკვე მიღებულია 65 000-ზე მეტი განაცხადი, რომლიდანაც 54 000 განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია და რა თქმა უნდა, ჩვენ, ახალ წლამდე, ყველა განაცხადს, რომელიც მიღებული იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, დავაკმაყოფილებთ”, - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930