გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთავრობის მხრიდან წლევანდელი ანგარიშების მოქალაქეებისთვის ჩაბარება, რადგან 2020 წელი საკმაოდ მძიმე წელია ეკონომიკური და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების თვალსაზრისით

17-12-2020

განსაკუთრებით ხაზგასასმელია წლევანდელი ანგარიშების ჩაბარების მნიშვნელობა, ანგარიშების, რომლებსაც მთავრობა აბარებს მოქალაქეებს, რადგან 2020 წელი საკმაოდ მძიმე წელია ეკონომიკური და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მტავრობის სხდომაზე, მთავრობის ანგარიშების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერმა მიმართა ოპონენტებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში შეჯიბრისთვის აღნიშნული პლატფორმა კარგი შესაძლებლობაა.

„ამ კვირიდან დაიწყო მთავრობის ანგარიშების წარდგენა მოქალაქეებისათვის. ამას აკეთებენ თითოეული ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლები. ეს ღონისძიებები გაგრძელდება წლის ბოლომდე. თითოეული სამინისტრო წარსდგება საზოგადოების წინაშე. განსაკუთრებით ხაზგასასმელია წლევანდელი ანგარიშების ჩაბარების მნიშვნელობა, რადგან 2020 წელი საკმაოდ მძიმე წელია ეკონომიკური და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების თვალსაზრისით და უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ეფექტურად იმუშავა თითოეულმა სამინისტრომ. ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ეს ანგარიშები ღიაა, ასევე მედიასაშუალებებით შეიძლება მათი ნახვა. ასევე ოპონენტებს მინდა მოვუწოდო, რომ ეს ის პლატფორმაა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს შევეჯიბროთ ჩვენი ქვეყნისთვის უფრო კარგი, მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელი იქნება გამოწვევებით სავსე, პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით და უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება გონივრულ, ეფექტიან, ერთობლივ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728