გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: მადლობას ვუხდი საჯარო მოხელეებს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი პროფესიული წვლილისთვის

21-12-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს საჯარო მოხელის დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის მათ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი პროფესიული წვლილისთვის.

„დღეს საჯარო მოხელის დღეა. ვულოცავ თითოეულ მათგანს პროფესიულ დღეს და მადლობას ვუხდი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი პროფესიული წვლილისთვის.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც პანდემიასთან ბრძოლის ურთულეს პროცესში მონაწილეობს და ძალისხმევას არ იშურებს ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი, კეთილსინდისიერი ყოველდღიური შრომით დროულად შევძლებთ კრიზისის გადალახვას და ქვეყნის სწრაფი განვითარების აქტიურად გაგრძელებას.

კიდევ ერთხელ ვულოცავ საჯარო მოხელეებს, ვუსურვებ წინსვლას და წარმატებას ჩვენი ქვეყნის სამსახურში“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930