გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი: დაწყებულია ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირება

21-12-2020

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, დავიწყეთ მუშაობა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირებაზე, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ახალი მოწვევის პარლამენტის 5 საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, შეიქმნება პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული საგადასახადო და საბაჟო დავების განხილვის კოლეგიური ორგანო. მისი წევრების შერჩევის, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი უზრუნველყოფს საბჭოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

„რეფორმის შედეგად,​ განხორციელდება როგორც დავების განმხილველი ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერება, ისე გადასახადის გადამხდელთა პოზიციების გაუმჯობესება.

მნიშვნელოვნად შემცირდება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვისა და გადაწყვეტის დრო, გაიზრდება დავის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი, დაწესდება ამ გადაწყვეტილებების დროული აღსრულების ეფექტური მექანიზმი“, - აღნიშნა მან.

ივანე მაჭავარიანის თქმით, პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ამჟამად, მიმდინარე დავების განხილვა სრულად გადასულია ელექტრონულ ფორმატზე და ხორციელდება დისტანციურად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930