გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების ფონზე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, წყლის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სამრეწველო საწარმოთა რეგულირების ევროპული მოთხოვნები დაინერგება

21-12-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი, ლევან დავითაშვილი საქართველოს პარლამენტში, დეპუტატებს სამინისტროს სამომავლო გეგემებზე ესაუბრა.

გარემოსდაცვითი ღონისძიებების მიმართულებით უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, ლევან დავითაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ყურადღება დაცული ტერიტორიების გაფართოების, სატყეო სექტორის კომპლექსური რეფორმის, ნარჩენების მართვის, კლიმატის ცვლილებების შერბილების, გარემოსდაცვითი კონტროლისა და ზედამხედველობის და ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით დანერგილი სისტემების მნიშვნელობის საკითხებზე გაამახვილა.

„გარემოსდაცვითი პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები შემდეგ წლებში, იქნება: გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ მოთხოვნებთან დაახლოება, საწარმოებში საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვა და საწარმოთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდა - 200-მდე საწარმოზე გავრცელდება ახალი გარემოსდაცვითი რეგულაციები მათ შორის, ჰაერში გაფრქვევების ფილტრაციისა და თვითმონიტორინგის სისტემებით აღჭურვა, რაც უზრუნველყოფს სამრეწველო სექტორიდან გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას.მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების ფონზე დაინერგება: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, წყლის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა დასამრეწველო საწარმოთა რეგულირების ევროპული მოთხოვნები. გარემოსდაცვითი პოლიტიკის ამოცანა, ქვეყნის მდგრადი და დაბალანსებული განვითარებაა. ეს არის გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილება და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც გრძელვადიან პეროოდში უზრუნველყოფს მომავალი თაობების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930