გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანე მაჭავარიანი ვალის მოცულობის შემცირებაზე: მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ვალი ჩამოვიყვანოთ ქვემოთ, რათა მომავალშიც, საჭიროების შემთხვევაში, შევძლოთ თანხების მობილიზება, როგორც ეს ახლა შევძელით

21-12-2020

ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ვალი ჩამოვიყვანოთ ქვემოთ, რათა მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში შევძლოთ თანხების მობილიზება, როგორც ეს ახლა შევძელით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ვალთან დაკავშრებით მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს მაჩვენებელი 55%-ზე ჩამოვიყვანოთ. თუმცა, დღეს წინასწარ თქვა 2024 წელს, რა მოცულობის იქნება ვალი, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულირება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ 60%-იანი ნიშნული. საკუთრივ 60 პროცენტი არ არის პრობლემა. მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ინატრებდა, რომ იყვნენ ამ მოცულობის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ 7-8 წელიწადში ერთხელ, არის სხვადასხვა ტიპის კრიზისები, არა ამ მასშტაბის, რომელიც ალბათ საუკუნის კრიზისია, არამედ სხვადასხვა ტიპის გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ვალი ჩამოვიყვანოთ ქვემოთ, რომ რაღაც პერიოდში, თუ დაგვჭირდა, იოლად შევძლოთ თანხების მობილიზება. ჩვენი ვალის მოცულობა იყო 40%-იან ნიშნულზე, სწორედ ამიტომ, ძალიან იოლად შევძელით მოლაპარაკება 1,5 მილიარდ დოლარზე. დღეს, უკვე ვსაუბრობთ 1,9 მილიარდზე, რომელსაც ჯამურად წელს და წლის პირველ კვარტალში მივიღებთ. მომავალშიც, როდესაც შეიძლება რაღაც ტიპის კრიზისი მოხდეს და კიდევ დაგვჭირდეს თანხა, უნდა გვქონდეს ამისთვის სივრცე. მეორეს მხრივ, კანონიც გვავალდებულებს, ვალის მოცულობა იყოს 60%-ზე ქვემოთ, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიაროთ ისეთი ვალის ნიშნულით, რომ გვქონდეს საჭირო ფისკალური სივრცე, რათა კონკრეტული კრიზისის, იქნება ეს ფინანსური, ეკონომიკური თუ რეგიონული, ვუპასუხოთ მას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031