გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: რა გარემოშიც არ უნდა მოგვიწიოს ცხოვრება, მუშაობა, პოლიტიკის კეთება, ოკუპაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება უმაღლესი ხარისხის პრიორიტეტი

21-12-2020

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ გამოწვევებით სავსე, დიპლომატიისთვის არა, საერთოდ, ადამიანის ქცევისთვის, სოციალური პოლიტიკური ცხოვრებისთვის აბსოლუტურად ახალ პირობებში, რამდენად შევძელით და შევინარჩუნეთ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საკმაოდ მაღალ დონეზე დედაქალაქებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მომავალშიც, ნებისმიერ გარემოში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება უმაღლესი ხარისხის პრიორიტეტი.

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ძირითადი გამოწვევა და მომავალშიც, ნებისმიერ გარემოში, რა გარემოშიც არ უნდა მოგვიწიოს ცხოვრება, მუშაობა, პოლიტიკის კეთება, ოკუპაცია და რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება უმაღლესი ხარისხის პრიორიტეტი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, არ მივცეთ არავის იმის შესაძლებლობა, რომ დავიწყებას მიეცეს საქართველოს ნომერ პირველი გამოწვევა - ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930