გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ეკონომიკურ დიპლომატიას ძალზედ დიდი მნიშვნელობა ექნება

21-12-2020

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა შემთხვევაში, ეკონომიკურ დიპლომატიას ექნება ძალზედ დიდი მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური დიპლომატია არის ქვეყნისთვის აუცილებელი დახმარება, რომელიც საქართველოს დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა გაუწიოს, განსაკუთრებით, პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პირობებში.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა შემთხვევაში ეკონომიკურ დიპლომატიას ექნება ძალზედ დიდი მნიშვნელობა. ეს არის უბრალოდ აუცილებელი დახმარება ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა ქვეყანას უნდა გაუწიოს განსაკუთრებით პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პირობებში, ამას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება და ეს არ არის მხოლოდ ტურიზმი ან მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში. უბრალოდ გლობალური კონკურენცია იქნება სხვაგვარი, გლობალური ეკონომიკა იქნება სხვაგვარი და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვეცადოთ, დავინახოთ ქვეყნისთვის შესაძლებლობები, რომელიც შეიძლება მოულოდნელ სფეროებში, ან მოულოდნელ დედაქალაქებში გაიხსნას და ამას ექნება ძალზედ დიდი მნიშვნელობა,“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930