გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: დღეს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, საქართველოს მხარდაჭერა არის ისეთი, როგორიც წლების განმავლობაში არ ყოფილა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მხარდაჭერის ეს დონე შევინარჩუნოთ

21-12-2020

საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ამ პოლარიზაციის პრობლემის მოგვარებაში, როგორც ფასილიტატორები, ამ პროცესში, ჩვენ, მათ, მადლობა უნდა გადავუხადოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, საქართველოს მხარდაჭერა არის ისეთი, როგორიც წლების განმავლობაში არ ყოფილა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მხარდაჭერის ეს დონე შევინარჩუნოთ.

„ბუნებრივია, როდესაც ამ პროცესში პირდაპირ არის ჩართული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ევროკავშირის და აშშ-ს ელჩები, ეს ყველაფერი ჩვენს თითოეულ მოქალაქეს პირდაპირ აჩვენებს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესს, როგორც ასეთს და რა დონის მხარდაჭერა გააჩნია დღეს ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ რა შედეგებს მივაღწიეთ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, თქვენი დამსახურებით. რა თქმა უნდა, დღეს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, საქართველოს მხარდაჭერა არის ისეთი, როგორიც წლების განმავლობაში არ ყოფილა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ მხარდაჭერის ეს დონე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930