22-12-2020
ბაზრობების ფუნქციონირება ვერ იქნება დაშვებული და მათ შორის, ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობებზე, ასევე ყველა იმ მაღაზიის საქმიანობაზე, რომელიც ფუნქციონირებს ბაზრობების ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მათ კვლავ ექნებათ დისტანციური მომსახურების შესაძლებლობა.
„24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში დაგეგმილი გვქონდა ბაზრობების საქმიანობის განახლება, ვხედავთ რა, რომ სამწუხაროდ, ვერ იქნება იქ დაცული და უზრუნველყოფილი ყველა ის წესი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგიური სტრანდარტების დაცვისთვის, ამიტომ ბაზრობების ფუნქციონირება ვერ იქნება დაშვებული და მათ შორის, ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობებზე, ასევე ყველა იმ მაღაზიის საქმიანობაზე, რომელიც ფუნქციონირებს ბაზრობების ტერიტორიაზე. მათ კვლავ ექნებათ საშუალება დისტანციური რეჟიმის ვაჭრობისა, ეს აკრძალვა არ ყოფილა დაწესებული არც ამ 2-თვიან პერიოდში. ისინი კვლავ მოემსახურებიან თავიანთ მომხმარებლებს დისტანციურად, მიტანის სერვისით,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.