გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი თავისუფალია

22-12-2020

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს. ის რამდენიმე საათის წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გადმოსცეს.

20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე, მირიან თაზიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

"ე.წ. აღკვეთის ღონისძიების სახით, მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა ,,ცხელი ხაზით’’ კომუნიკაციის, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და სახელმწიფოს ხელთ არსებული ინსტრუმენტების აქტიური გამოყენების შედეგად, მ.წ. 22
დეკემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გაათავისუფლეს" - აცხადებენ სუს-ში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728