გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: როდესაც „ქართული ოცნების“ რეფორმების შედეგად, პირდაპირ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო მოხელე ხდება ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა

23-12-2020

ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ჩვენ უნდა გავატაროთ სახელმწიფოში, უახლოესი 4 წლის განმავლობაში, შეუძლებელია მმართველობითი სისტემის და რა თქმა უნდა, საჯარო მოხელის პირდაპირი ჩართულობის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კომპეტენტური და რაც მთავარია, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, ეს არის ფუნდამენტი ნებისმიერი რეფორმის გატარების.

„ამიტომ, საჯარო მოხელე, საქართველოს მთავრობის შემდგომი 4 წლის ყურადღების ცენტრში იქნება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა, სრულად, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, არის საპარლამენტო დემოკრატია, როდესაც „ქართული ოცნების“ რეფორმების შედეგად ჩვენ პირდაპირ, უახლოეს წლებში, გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო მოხელე ხდება ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობა. ამიტომ, საჯარო მოხელე იყო და მისი კომპეტენციის გაზრდა და კეთილსინდისიერება იქნება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ საჯარო მოხელის ეფექტურობაზე, ყველას კარგად გვესმის, რომ აქაც გვაქვს გარკვეული გამოწვევები. ეს შეიძლება იყოს კომპეტენციის ხარისხი, კორუფციის გამოწვევები, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ეს არის ის გამოწვევები, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვპასუხობდით და ეფექტურად უნდა გავაგრძელოთ ამ გამოწვევებზე პასუხი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930