გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლო ნობათები გადასცა

23-12-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების 1253 აღსაზრდელს მუნიციპალიტეტმა საჩუქრად საახალწლო ნობათები გადასცა. ნობათების დარიგების პროცესს „სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულების“ ხელმძღვანელი ლელა გოგმაჩაძე ქალაქ ბოლნისის N2, N4 და N6 საბავშვო ბაღებში დაესწრო.

საახალწლო ნობათებისთვის მუნიციპალიტეტმა 9324 ლარი გამოყო. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა დეკემბრის დასაწყისში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს 100 ლარიანი სასურსათო პაკეტებიც დაურიგდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728