გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: იუსტიციის სამინისტროში დაწყებულია მიწის სისტემური რეგისტრაციის 3-წლიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც მიწის სისტემური რეგისტრაცია ასე თუ ისე წესრიგში მოყვანილი იქნება

23-12-2020

მიწის რეგისტრაცია რთული პრობლემაა, იუსტიციის სამინისტროში დაწყებულია მიწის სისტემური რეგისტრაციის 3-წლიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც ასე თუ ისე მიწის სისტემური რეგისტრაცია წესრიგში მოყვანილი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატ ლადო კახაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ვერ მოხდება 1 ან 2 წელიწადში, ამას სულ მცირე 3 წელი დასჭირდება.

„ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია. ქალბატონმა თეა წულუკიანმა დაიწყო ეს ყველაფერი და ამის ლოგიკური დასასრული იქნება ის, რომ საქართველოში სრულად იქნება აღწერილი, რეგისტრირებული ყველა სახის მიწა და რაც მთავარია, ამ პროცესში ჩვენს მოქალაქეებს ფინანსური დანახარჯები არ ექნებათ, ან ექნებათ - მინიმალური“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930