გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელზე (PPP) დაფუძნებული პროექტები პრიორიტეტულია, რადგან ეს პროექტები ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო და ბიზნესი რისკებს თანაბრად ინაწილებენ

23-12-2020

საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელზე (PPP) დაფუძნებული პროექტები პრიორიტეტულია, რადგან ეს პროექტები ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო და ბიზნესი რისკებს თანაბრად ინაწილებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატ ნინო წილოსანის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო ყოველთვის მზად იყო და დღესაც მზად არის, მას შემდეგ რაც შესაბამისი კანონმდებლობა შეიქმნა, რომ რისკები ბიზნესთან ერთად გაინაწილოს.

„ჩვენ რამდენიმე პროექტი გვაქვს საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის ფარგლებში და ახალი სქემით პირველი მცირე ჰესიც დაფინანსდა. ასეთი პროექტები რა თქმა უნდა, განხორციელდება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, PPP-პროექტები ასე მარტივად განხორციელდება, რადგან ეს მოითხოვს საკმაოდ სერიოზული რისკების აღებას კერძო სექტორის მხრიდანაც და არ ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი კრიზისის პირობებში, მსგავს მსხვილ, ასობით მილიონი ლარის ღირებულების პროექტებში კერძო სექტორი ასე თამამად შემოვა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტები იქნება, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728